LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტელექტუალებს ბედნიერების პოვნა უჭირთ

94

მოსიყვარულე პარტნიორი, ბედნიერი ოჯახი და წარმატებული კარიერა, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის საკმარისი არ იყოს. ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანები ცხოვრებაში ბევრ პრობლემას აწყდებიან და ზედმეტად მელანქოლიურები არიან. ამ ყველაფერს კი რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი ის, რომ ინტელექტუალები ზედმეტი ფიქრის მსხვერპლნი არიან, მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ და სურთ, რომ ყველაფერი სწორედ მათი მოლოდინის შესაბამისი იყოს. ეს ეხება არამხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარი თავის აღქმასაც – ისინი ძალიან თვითკრიტიკულები არიან. ამ შემთხვევაში საუბარი წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე არ არის,  ჭკვიანი ადამიანები ყველა საქციელს დეტალურად აანალიზებენ და ხშირად საკუთარ თავს სრულიად უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ. ეს ყველაფერი კი ზოგჯერ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები