LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსულტი

124
ინსულტი

ინსულტი სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით: თავის ტკივილი; მეტყველების დარღვევა; ცნობიერების დაქვეითება; პირღებინება; ძალის დაქვეითება კიდურებში; სახის ასიმეტრია; მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა; სახის მიდამოს დაბუჟება; კიდურების დაბუჟება; დამბლა; თავბრუსხვევა.

თრომბოლიზისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის საშუალებითაც თავის ტვინის სისხლძარღვებში ჩაჭედილი თრომბი იშლება. თრომბოლიზისი ხელს უწყობს თავის ტვინის დაზიანებულ უბანში სისხლის მიმოქცევის აღდგენას.

მწვავე იშემიური ინსულტის დროს პერფუზია წარმოადგენს შეუცვლელ კვლევას, რადგან ახორციელებს იშემიის შედეგად დაღუპული და დაღუპვის რისკის ქვეშ მყოფი უჯრედების დიფერენცირებას. ამ ცვლილებების განსაზღვრა აუცილებელია პაციენტის სწორი მართვისათვის. მეთოდი საგრძნობლად ამცირებს როგორც ინვალიდობის, ისე ლეტალური შემთხვევების რაოდენობას.

ერთმანეთისგან განასხვავებენ 2 ფორმას: იშემიურსა და ჰემორაგიულ ინსულტს. იშემიური ინსულტი ვითარდება ტვინის სისხლძარღვების ემბოლიის, სპაზმის, თრომბოზის ან სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დაქვეითების გამო.

ჰემორაგიული ინსულტი ტვინში განვითარებული სისხლჩაქცევაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არტერიული წნევის მომატებისას ვითარდება.

რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება მემკვიდრეობა, ასაკი, სქესი და აგრეთვე გულის რევმატიული მანკი, მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია, შაქრიანი დიაბეტი, ათეროსკლეროზული ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ გარდამავალი იშემიის (ე.წ. მცირე ინსულტის) დროს, სიმპტომები ძალიან ჰგავს თავის ტვინის ინფარქტს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიმპტომები მცირე დროში ქრება. ამ დროს ორგანიზმი პათოლოგიის განვითარების რისკზე გვაფრთხილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები