LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტინქტურად ხელი ხელზე მოვკიდე, გავაჩერე და ვკითხე თქვენ რა გქვიათ? – ლევან რატიანის სიყვარულის ისტორია

362
BeFunky-collage (8)

თსსუ – ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა გადაცემა „სხვა კითხვებში“ თავისი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

“შეიძლება ითქვას, რომ მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი ერთი ნახვით შეგვიყვარდა. მე მაშინ 25 წლის ვიყავი, არც ვფიქრობდი ცოლის მოყვანაზე, უბინაო, უფულო.. აბა რა მეცოლებოდა.

პირველად სასწრაფოში შევხვდით ერთმანეთს. რომ შევედი ის გამოძახებაზე მიდიოდა, ჩანთა ეჭირა, ინსტინქტურად ხელი ხელზე მოვკიდე, გავაჩერე და ვკითხე თქვენ რა გქვიათ? ასე გავიცანით ერთმანეთი.

ამის შემდეგ სამუშაოდ იმ ფილიალში გადავედი. ძალიან მკაცრი მამა ჰყავდა, ყოფილი პოლიციელი. სამსახურში მამას მოჰყავდა.

ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ერთ დღეს ავდექი და პირდაპირ ვუთხარი მიყვარხარ მეთქი. მიპასუხა, იცი რა მკაცრი მამა მყავსო?.

ერთ დღესაც, როდესაც მამამისმა სამსახურთან მანქანით მოაკითხა, მოულოდნელად მეც ჩავჯექი მანქანაში და მამამის ვუთხარი – მე თქვენი შვილი მიყვარს. თვითონაც არ ვიცი როგორ გავბედე.

„კარგი შვილო“ მიპასუხა და გაოცებული წავიდა. მომავალი მუღლისგან პასუხი იმ დღესვე მივიღე“, – იხსენებს ლევან რატიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები