LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამის“ 2020 წლის ყველაზე პოპულარული ფოტოები

178
page

2020 წელი სრულდება და ჩვენ უამრავ საინტერესო წლიურ შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად გვსურს გაგიზიაროთ მიმდინარე წლის „ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარული ფოტოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები ,,ლაიქების” რაოდენობს მიხედვით გამოვლინდნენ.

პირველი საპატიო ადგილი კრიშტიანო რონალდომ დაიკავა, მან გარდაცვლილი ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო მარადონას საარქივო ფოტო გააზიარა და 19 მილიონი მოწონებაც დაიმსახურა.

მეორე პოზიცია კვლავ ლეგენდარულ მარადონას ერგო, ოღონდ უკვე  მესისთან, ფოტოს 16 მილიონი მოწონება აქვს.

მესამე პოზიციზე კაილი ჯენერის მიერ გადაღებული ფოტო განთავსდა, სადაც მისი მეუღლე,  ტრევის სკოტი და მისი ქალიშვილი არიან აღბეჭდილნი, მან 16 მილიონამდე მოწონება დააგროვა.

მე-4 პოზიციაზე კი ლეგენდარული კალათბურთელები, ჯეიმს ლებრონი და გარდაცვლილი კობი ბრაიანტი მოხვდნენ. ფოტომ 15 მილიონი მოწონება დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები