LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-ზე Volvo-ს ყველაზე პატარა ქროსოვერის ფრაგმენტი გამოჩნდა

38

ინტერნეტში მოხვდა ფოტო, რომელზეც Volvo-ს ყველაზე პატარა ქროსოვერის XC40-ის ფრაგმენტი ჩანს. ავტომწარმოებლის სამოდელო ხაზში ის XC60-ის ქვემოთ არის. ფოტო Volvo.lov-ის Instagram–ის გვერდზე გამოჩნდა, აღწერაში კი საუბარი იყო იმაზე, რომ ფოტო პირველად შვედური ავტომწარმოებლის გერმანილი ოფისის გვერდზე დაიდო. გამოქვეყნებისთანავე ფოტო წაშალეს, თუმცა Instagram-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისი შენახვა მოასწრო.

Volvo XC40-ის პრემიერა 2018 წლის დასაწყისში უნდა შედგეს, თუმცა თავდაპირველად მის წარდგენას 2017 წელს გეგმავდნენ. ყველგანმავალის გამოსვლა, რომელსაც სამოდულო პლატფორმა CMA-ზე ააწყობენ, ბელგიაში დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ კომპაქტური ქროსოვერის აწყობა ჩინეთშიც მოხდეს.

Volvo XC40-ის კონცეპტუალური პროტოტიპი 2016 წელს გამოჩნდა.

 

 

https://www.instagram.com/p/BW2yE3LFUNE/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები