LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსპექტორის სამსახური ომბუდსმენთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მოქალაქეების უფლებების დაცვაში: სალომე სამადაშვილი

58
სალომე-სამადაშვილი (2)

ომბუდსმენთან ერთად ინსპექტორის სამსახური თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში. – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რახან ამ ინსტიტუტმა შეასრულა საკონსტიტუციო ვალდებულებები, მის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეებიც ეწინააღმდეგებიან.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ მოახდინა ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირება.

“მზად ვართ შევიდეთ იმ ცვლილების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას დრო სჭირდება და დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და შემდგომი სესიისთვის გადაიდოს” – განაცხადა სამადაშვილმა.