LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური ტრენინგი გიდებისთვის – ტურიზმის სფეროში დასაქმებული და დასაქმების მსურველები უფასოდ გადამზადდებიან

128
shutterstock-511501498-1628068021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინოვაციური ტრენინგ-მოდულის განხორციელებას იწყებს, რომელიც ტურიზმის სფეროში დასაქმებული, ან მომავალში დასაქმების მსურველი გიდების უფასოდ მომზადება/გადამზადებას ითვალისწინებს.  ტრენინგებზე რეგისტრაცია 25 მარტიდან 4 აპრილამდე გაგრძელდება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ გიდებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. პროექტის ფარგლებში, 100 გიდი გადამზადდება. 16-კვირიანი სასწავლო კურსი ორ ნაკადად ჩატარდება და დასაქმებული აპლიკანტებისთვის მისაღებ გრაფიკზე იქნება მორგებული.

პროექტი „კულტურის სფეროში დასაქმებული გიდების ტრენინგები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით 2021 წელს შემუშავებული მოდულის მიხედვით“ მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების თეორიული და პრაქტიკულ ტრენინგების ასპექტებს. კურსი იქნება ერთგვარი პრაქტიკული სახელმძღვანელო უნარებისა და კომუნიკაციის ტექნიკის ყველა ძირითად ელემენტის პერსონალური სასწავლო მიდგომების, კრიტიკული აზროვნების სტრატეგიული გამოყენების, საგანმანათლებლო რესურსების, მოქნილი სწავლებისა და სხვა ინოვაციური სწავლის მეთოდების ერთობლიობა. მისი გავლის შემდეგ, გიდებს შეეძლებათ ტურისტებს მიაწოდონ სიღრმისეული ინფორმაცია საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების, ტურისტული ადგილების შესახებ, საინტერესოდ და ფაქტების დამახინჯების გარეშე წარმოაჩინონ ქვეყანა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, შეიქმნა მაღალი პროფესიული სტანდარტის სასწავლო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო გამოცდილებას იზიარებს და  მაღალკვალიფიციური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე გიდების მომზადების საშუალებას იძლევა. ტრენინგ-მოდულის გავლის შემდეგ, გიდები დაეუფლებიან საქართველოსა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სამეცნიერო, აკადემიურად ღირებულ ინფორმაციას; აითვისებენ ტურის წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პირველადი სამედიცინო დახმარებისა და უსაფრთხოების აუცილებელ წესებს; თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოამზადებენ საექსკურსიო პროგრამას,  საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად წარმართავენ ტურს და შეძლებენ ტურის შესახებ ანგარიშის მომზადებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები