მცირე თუ საშუალო ბიზნესის მართვისას პატარა ნიუანსსაც კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მუშაობისას პროცესები სწრაფად ვითარდება, ამიტომ აღარაა დრო ქვეშმიწერით თუ კალკულატორით ითვალოთ პროდუქციის ნაშთები, საშუალო არითმეტიკულით გამოიყვანოთ თვის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი და.ა.შ.
თუ გსურთ, რომ წარმატებას მალე მიაღწიოთ, მართვის მოძველებული სტილი უნდა დაივიწყოთ და გამოიყენოთ ისეთი ინოვაციური სავაჭრო პროგრამა, როგორიცაა “ოპტიმო”.
ოპტიმო ეს არის გაყიდვების და მარაგების მართვის პროგრამა, რომელიც იდეალური დამხმარეა ბიზნესის მართვის სხვადასხვა ეტაპზე და ჩართულია ყველა პროცესში.
“ოპტიმოს” პროგრამაში პროდუქციის ერთჯერადად ასახვის შემდეგ, მარტივად გააკონტროლებთ მარაგებს და ყოველთვის გეცოდინებათ რა სახეობის და რა რაოდენობის პროდუქცია გაქვთ ნაშთში. მარაგების სწორი აღრიცხვა და კონტროლი გადამწყვეტ როლს თამაშობს ობიექტის გამართულ მუშაობაში. როგორც წესი, ამ საქმისთვის დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსია ხოლმე საჭირო, ოპტიმოს დაყენებით კი უმარტივესად მოაგვარებთ მარაგების მართვის საკითხს.
გარდა ამისა, ოპტიმო მოგაწვდით ინფორმაციას შემოსავლებზე, მოგებაზე, მეტიც ჩაშლის ინფორმაციას ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიხედვით და ეს ყველაფერი პროგრამის პირველივე გვერდზე გამოჩნდება იმ პროდუქტების ჩამონათვალთან ერთად, რისი მარაგიც იწურება.
მარაგების შესახებ არსებული ინფორმაცია გეხმარება სწორად დაგეგმო შესყიდვები, ოპტიმო ინტეგრირებულია rs.ge-თან, რაც კიდევ უფრო აადვილებს შესყიდვის პროცესს, ზედნადების ატვირთვას, დადასტურებას და.ა.შ.
“ოპტიმოს” სტატისტიკის გვერდით მიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. სწორედ სტატისტიკის მიხედვით შეგიძლიათ გამოარკვიოთ, რომელია ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი, დღის, კვირის თუ თვის რა მონაკვეთშია დატვირთული თქვენი ობიექტი და.ა.შ.
“ოპტიმო” იძლევა საშუალებას, ერთი სივრციდან მართოთ რამდენიმე ფილიალი, რაც მთავარია პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ როგორც ლეპტოპით, ასევე მობილურით. ოპტიმოს მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ მობილურით სტუმრობენ მენეჯერის გვერდს, რადგან ასე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან მარტივად აკონტროლებენ ბიზნესს.
თუ თქვენი მაღაზიისთვის ძვირადღირებული პროგრამის ნაცვლად “ოპტიმოს” გამოიყენებთ, ათასობით ლარის ხარჯს დაზოგავთ და საქმესაც გაიმარტივებთ. ოპტიმო გაძლევთ შანსს 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისარგებლოთ პროგრამით და შემდეგ თვეში 40 ლარად გააგრძელოთ ოპტიმოს გამოყენება.
გაითვალისწინეთ, რომ ოპტიმოს გუნდი მუდმივად მზადაა გასცეს თქვენ კითხვებს პასუხი და დაგეხმაროთ ნებისმიერი პრობლემის წარმოშობისთანავე. ოპტიმოს დაყენების შემთხვევაში გეყოლებათ პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც შეგასწავლით პროგრამაში მუშაობას და იქნება მისი გამართულად მუშაობის სადარაჯოზე.
აუცილებლად ეწვიეთ optimo.ge – ს, მოითხოვეთ დემო და მართეთ ბიზნესი გონივრულად “ოპტიმოსთან” ერთად.
(R)