LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინჯიას ინიციატივა: „მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან დაიცავს”

59
ფრიდონ ინჯია

“ევროპელი სოციალისტების” ლიდერს ფრიდონ ინჯიას ინიციატივა აქვს – პარლამენტში ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

ინჯიას განმარტებით, ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან დაიცავს:

“12 რეკომენდაციაში არსად წერია, რომ კანონები უნდა მივიღოთ. ის, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო დახვეწილი და სხვა ბევრი რამ, ჩვეულებრივი საკითხებია, რაც უნდა გავაკეთოთ. თუ ასეა, მაშინ ერთი სამუშაო ჯგუფიც უნდა შეიქმნას, რომელიც მოამზადებს კანონპროექტს, რითაც ჩვენს ხელისუფლებას დაიცავს გარე, სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან, მიუხედავად იმისა, ვთვლით თუ არა მათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოდ. ასეთი ჯგუფი კარგი იქნებოდა”, – განაცხადა ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

შეგახსენებთ, კომიტეტი მსჯელობს სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომლის მიზანიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები