LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისური კლასიკის სათასო შოუ: ლივერპულს ისევ მანჩესტერი თუ მოუგებს

71
1230771442.0

ინგლისში უიქ-ენდზე პრემიერლიგის ტური არ იყო, იქ თასის თამაშებია გაჩაღებული, თუმცა საინტერესო სტატისტიკა მივიღეთ, გარდა იმისა, რომ კლასიკა შედგა – „მანჩესტერმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ლივერპული“ 3:2 დაამარცხა.

 

საოცრება: აზარმა გოლი გაიტანა, აბა სუარესის და ბენზემას გოლები რა გასაკვირია – ლა ლიგა ფაქტებში

დაიწყე და გაიტანე, წააგე და მიიღე ახალი კონტრაქტი – სერია ა ფაქტებში

კლოპის „ლივერპული“ არასოდეს გასულა ინგლისის თასის 1/8 ფინალზე შორს.

„ლივერპულმა“ ზედიზედ ორჯერ პირველად წააგო 10+ თვეში.

„ლივერპულს“ 1 მოგება აქვს ბოლო 7 მატჩში.

„ლივერპული“ მე-10-ედ გამოვარდა ინგლისის თასზე „მანჩესტერისგან“. ამაზე ხშირად მერსისაიდელები არავისთან აგებენ.

„მანჩესტერმა“ პირველად მოუგო „ლივერპულს“ სულშერის ხელმძღვანელობით. მანკუნიანელებს მეტოქე 2018 წლის მარტის შემდეგ არ ჰყავდათ დამარცხებული.

სალაჰმა დუბლი შეასრულა „მანჩესტერთან“ შეხვედრაში. მას 2020/21 წლების თასის 2 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

სალაჰი დაეწია ჰარი კეინს, გაიტანა რა მე-19 გოლი ყველა ტურნირზე სეზონში. ამაზე უკეთესი შედეგი პრემიერლიგის არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

ბრუნო ფერნანდეშს „მანჩესტერში“ 2020-ის თებერვლის დებიუტის შემდეგ 28 გოლი აქვს. საუკეთესო შედეგია პრემიერლიგის მოთამაშეებს შორის ყველა ტურნირზე.

მარკუს რეშფორდს 4 გოლი აქვს გატანილი „ლივერპულისთვის“ 5 მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“. ეს მისი რეკორდია.

რეშფორდმა 2021 წელს პირველი გოლი გაიტანა, ისიც „ლივერპულთან“.

რუნის შემდეგ გრინვუდი „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორია „მანჩესტერის“ რიგებში.

16 წლის სმოლი – „ევერტონის“ ისტორიაში ყველაზე ნორჩი ფეხბურთელია.

ხამესმა 10 (3+7) ქულა მოაგროვა „ევერტონის“ საშინაო მატჩებში, გასვლაზე – 0.

„ევერტონმა“ ამ სეზონში მოიგო მატჩების 65%, გასულ წელს – 37%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები