LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, “ნობელი” არ აცდებოდა, თვით გენიოსს “კათარზისიდან” არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა” – თეა გვასალია

1961
გოდოლაძის ლაივი - მაკიაჟს უკეთებენ მეწყერს (2)

თეა გვასალია მწერლის, გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ყოფილი ტელეწამყვანი წერს, რომ “გურამ დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, “ნობელი” არ აცდებოდა.”

“ერთ დროს მეც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სის ინი­ცი­ა­ტი­ვით პირ­ვე­ლი უფა­სო სა­სა­დი­ლო რომ გა­იხ­სნა, მეც მივ­დი­ო­დი ხოლ­მე” – გურამ დოჩანაშვილის გულახდილი ინტერვიუ

“ერთს ვიტყვი. გურამ დოჩანაშვილი ინგლისურ ან ესპანურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, “ნობელი” არ აცდებოდა. სადმე, სამხრეთ ამერიკაში რომ დაბადებულიყო, ესპანურად დაწერილი “სამოსელი პირველი “, იგივე პერსონაჟებით, “მარტოობის ას წელიწადთან” ერთად ითარგმნებოდა მსოფლიოს ყველა ენაზე, “ვატერპოლოო” სახელმძღვანელოებში შევიდოდა, კეჟერაძეებს კი მთელი მსოფლიო იმ ქვეყნის მოსახლეობასთან გააიგივებდა, რომელსაც მწერლის თავის წიაღში შობის პატივი ერგებოდა წილად. თვით გენიოსს “კათარზისიდან” არ მოუწევდა ცოლ-შვილისთვის სადილის ნარჩენების ზიდვა და დღეს მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები მისი გარდაცვალების სამწუხარო ამბით დაიწყებოდა. იმედია მთაწმინდაზე დარჩენილია მისი ადგილი,”-წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები