Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ინგლისში ყველაზე კარგი ფეხბურთელი კანტეა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში ყველაზე კარგი ფეხბურთელი კანტეა

12

ლონდონის ”ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე პრემიერლიგაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში, რომელშიც პრემიერლიგის კლუბების კაპიტნები, ექსპერტები და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ, კანტემ ხმათა უმრავლესობა მიიღო. 2016/17 წლების სეზონში ფრანგი ფეხბურთელი დაეხმარა ”ჩელსის” გამხდარიყო ინგლისის ჩემპიონი და გასულიყო თასის ფინალში.

კანტეს გარდა აღნიშნული ჯილდოს მოპოვების კანდიდატები იყვნენ მისი თანაგუნდელები: ედენ აზარი და სესარ ასპილიკუეტა, ”ევერტონის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, ”არსენალის” თავდამსხმელი ალექსის სანჩესი და ”ტოტენჰემის” სამი ფეხბურთელი: ჰარი კეინი, დელე ალი და იან ვერტონგენი.

”ჩელსის” შემადგენლობაში სეზონის განმავლობაში კანტემ 39 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ფრანგმა ფეხბურთელმა ზედიზედ ორ სეზონში მოიგო პრემიერლიგა, ოღონდ სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში. გასულ წელს იგი ინგლისის ჩემპიონი ”ლესტერთან” ერთად გახდა.
ფრანგ ფეხბურთელს „არისტოკრატებთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 40 მლნ ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები