„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი უეინ რუნი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
ინგლისელი კვირაში 351 ათას ევროს შოულობს.
რუნი განახლებულ რეიტინგს უდგას სათავეში. მისი ხელფასი 70 ათასით მეტია, ვიდრე „სიტის“ ლეგიოენერების: სერხიო აგუერო და ია ია ტურე 280 ათასს იღებენ.
სესკ ფაბრეგასს „ჩელსიში“ 257 ათასი ევრო აქვს, ფელიპე კოუტინიო „ლივერპულში“ ყველაზე მდიდარია – 175 ათასი, მესუთ იოზილზე მეტი კი არავის აქვს „არსენალში“ – 163 ათასი.
მიმდინარე სეზონში რუნიმ „იუნაიტედის“ შედეგიანობის რეკორდი მოხსნა, მან კლუბში 250 გოლი გაიტანა.