LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში მაგარი სკანდალია: სემ ელერდაისი კორუფციაში გამოიჭირეს

35

”ტელეგრაფმა” ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი კორუფციაში ამხილა.
ნისლიან ალბიონზე სკანდალია.

”ტელეგრაფმა” სპეციალური 10-თვიანი გამოძიება ჩაატარა, რომლის დროსაც ინგლისურ ფეხბურთში კორუფციასა და ქრთამის აღებაში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვეს. ერთ-ერთი შეხვედრისას მოლაპარაკებები შედგა სემ ელერდაისთან, რომელმაც ”ბიზნესმენებს” (სინამდვილეში ჟურნალისტები) სატრანსფერო გარიგებების დროს ფულის შოვნაში დახმარება აღუთქვა.

სემის თქმით, მან იცოდა თუ როგორ აეარა გვერდი საფეხბურთო ასოციაციის წესებისთვის. საუბარია მესამე პირის მიერ ფეხბურთელზე უფლებების ქონაზე. საკუთარი კავშირები და დახმარება დიდმა სემმა 400 ათას ფუნტად (460 ათასი ევრო) შეაფასა.

ძიების მსვლელობა ”ტელეგრაფის” საიტზეა გამოქვეყნებული. საფეხბურთო ასოციაციამ გამოცემას თხოვა სრული ანგარიში მიაწოდოს.

გარდა ამისა, ელერდაისმა ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი როი ჰოჯსონი გააკრიტიკა და თან ”უემბლის” აღების გადაწყვეტილებას სულელური უწოდა.
ჯამში ელერდაისსა და ჟურნალისტებს შორის ოთხი საათის ხანგრძლივობის ორი შეხვედრა შედგა სინგაპურსა და ჰონგკონგში.

სემ ელერდაისი ინგლისის თავკაცად ივლისში დანიშნეს. 61 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2-წლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები