ამიერიდან „ჰარი პოტერს“ საკუთარი ტელეარხი ექნება. მაგიური ფრანშიზის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ ცნობილი კინოგმირებით უფრო დეტალურად დატკბნენ. ტელეარხმა Sky Movies განაცხადა, რომ „პოტერიანას“ მთელს კვირას დაუთმობს.
24 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე ნაჩვენები იქნება ცნობილ ფილმთან დაკავშირებული ვიდეომასალები. რასთან დაკავშირებით გადაწყვიტა Sky Movies-მა ასეთი ექსპერიმენტები, არ ხმაურდება.