LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში გასვლით მატჩებზე ბილეთი 30 ფუნტზე მეტი აღარ იქნება

44

ინგლისის პრემიერლიგის კლუბები სტუმრად გასამართ მატჩებზე ბილეთების მაქსიმალურ ფასზე შეთანხმდნენ. მომდევნო სეზონიდან სამი წლის განმავლობაში ფანებისთვის გასვლით შეხვედრებზე ბილეთები ყველაზე ძვირი 30 ფუნტი ეღირება.
აი ლონდონის “არსენალმა” კი თანხა 4 სტერლინგით შეამცირა და “მეთოფეთა” ქომაგები 26 ფუნტზე მეტს არ გადაიხდიან.

ინგლისში მიიჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რადგან კლუბებს გასვლით მატჩებზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ, რაც სტადიონებზე კიდევ უფრო კარგ ატმოსფეროს შექმნის.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ”ლივერპულის” ფანებმა აქცია მოაწყვეს ”ენფილდზე” ბილეთის ფასების სიძვირის გამო. გასულ წელს ”ჩელსის” გულშემატკივრები ”სტემფორდ ბრიჯზე” ლუდის ფასს აპროტესტებდნენ.

გასვლით შეხვედრებზე მაღალი ფასები ცოტა ხნის წინ გერმანიაში, დორტმუნდის ”ბორუსიას” ქომაგებმაც გააპროტესტეს, როდესაც მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები