მადრიდის „რეალი“ ესპანეთის სუპერთასისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ბილბაოსთან 1:2 წააგო. ინგლისში კორონავირუსი მძვინვარებს, მაგრამ ფეხბურთის თამაშს მაინც აპირებენ. გუნდები კი ახალ ფეხბურთელებზე მაინც ფიქრობენ.
პენალტების გაფუჭების დღე: კეინი ყველაფრით იტანს, პოჩეტინომ როგორც იქნა მოიგო – ამბები მოკლედ
„რეალმა“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ პირველად წააგო ბოლო 12 ურთიერთშეხვედრაში.
„რეალი“ პირველად დამარცხდა 1.5 თვის განმავლობში. შეწყდა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია.
კურტუამ 9 გოლი გაუშვა პენალტიდან ზედიზედ „რეალში“. მას 18 დარტყმიდან 16 გაუტანეს.
პრემიერლიგა და FA აპირებენ რომ სეზონი ჩაამთავრონ, მიუხედავად კორონავირუსისა.
„არსენალმა“ შეწყვიტა 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია, ფრედ 0:0 ითამაშა „კრისტალ პალასთან“.
„აიაქსის“37 წლის ფორვარდმა ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა მას შემდეგ, რაც 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე „ტვენტესთან“ მატჩში. ეს ერედივიზიის რეკორდია.
ამბობენ, რომ შესაძლოა ფეხბურთელი „შალკეში“ დაბრუნდეს.
ფრანგული „ლორიანის“ 11 ფეხბურთელი კორონავირუსით დაინფიცირდა.
პსჟ-ს სურს, რომ ნეიმარმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს.
პარიზელებს „ტოტენჰემიდან“ ალის იჯარაც უნდათ.
„მარსელმა“ 8+1 მლნ ევრო შეთავაზა მილიკის სანაცვლოდ. „ნაპოლი“ 15 მლნ-ს ითხოვს.
„ბარსელონას“ აპელაცია მესის ყვითელ ბარათზე უარყვეს. მან მაისური გაიხადა მარადონას ხსოვნის საპატივსაცემოდ.