გუშინ ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მე-8 ტურის მატჩები დასრულდა.
რამდენიმე ნაკრებმა უკვე ოფიციალურად მოიპოვა საფრანგეთში გასამგზავრებელი საგზური.
ინგლისი, ისლანდია, ჩეხეთი და ავსტრია – ამ გუნდებმა ყველაზე ადრე მიიღეს ევრო 2016-ზე თამაშის უფლება.
ინგლისელებმა ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს, მათ ანგარიშზე 8-იდან 8 მოგებაა ბურთების შეფარდება კი 26-3 -ზეა, „სამმა ლომმა“ მე-7 ტურშივე მოიპოვა საფრანგეთის საგზური.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი, მე-9 და მე-10 ტურის მატჩები 8-9-10 და 11-12-13 ოქტომბერს გაიმართება და საბოლოოდ გახდება იმ გუნდების ვინობა ცნობილი, რომლებიც ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშებენ.