LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის აეროპორტში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი დაეჯახა

81
airportrnr

შემთხვევა ინგლისის ცენტრალურ ნაწილში, ისტ-მიდლენდსის რეგიონში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ „Mirror”-მა გაავრცელა.

ინციდენტის მონაწილეები ავიაკომპანია Ryanair-ისა და Jet2-ის ლაინერები გახდნენ. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა Ryanair სადგომისკენ მიდიოდა და გაჩერებულ Jet2-ს ფრთა გაკრა. ყველაფრის მიზეზად კი ძლიერი ნისლი სახელდება, რის გამოც პილოტმა გაჩერებული ხომალდი ვერ შეამჩნია.

შეჯახების დროს ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არავინ დაზარალებულა. უფრო მეტიც, დაგეგმილი რეისებიც დროულად შესრულდა.

აეროპორტის თანამშრომლებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ინციდენტის მიზეზების გასაგებად გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები