LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისი ქინქლაძეს ვერ ივიწყებს: ქინქი საუკეთესო ლეგიონერებშია (ვიდეო)

79

პოპულარულმა გამოცემა FourFourTwo-მ პრემიერლიგაში მოთამაშე ასი საუკეთესო ლეგიონერის სია შეადგინა.

ასეულშია “მანჩესტერ სიტის” ქართველი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძე. ქართველი ვირტუოზი 52-ე პოზიცია აღმოჩნდა.

“გიორგი ქინქლაძე დღემდე რჩება “მანჩეტერ სიტის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, რომელმაც კლუბი რთულ ვითარებაში არ მიატოვა და მიუხედავად რამდენიმე წინადადებისა, ჩემპიონშიფში გავარდნილი “სიტი” არ დაუტოვებია. მოგვიანებით, ქინქლაძე “დერბიში” გადავიდა, თუმცა მისი შთამბეჭდავი თამაში და ლამაზი გოლები გულშემატკივრებს მანჩესტერული კლუბის ცისფერი მაისურით ასპარეზობისას დაამახსოვრდათ”, – წერს გამოცემა ქინქლაძეზე.
საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო დასახელდა. მეორე ადგილზე გავიდა ასევე „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოთამაშე ფრანგი ერიკ კანტონა,. მესამეა კიდევ ერთი ფრანგი – ტიერი ანრი, რომელიც „არსენალის“ ლეგენდაა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=qChQgPHtXgA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები