ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა რებრედინგს გეგმავს.
2015/16 წლების სეზონამდე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, პრემიერლიგას სპონსორი ყოველწლიურად 40 მილიონ ფუნტს (53.4 მლნ ევრო) უხდის. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტელეარხებმა Sky და BT Sport-მა მატჩების ჩვენებისთვის უზარმაზარი თანხები გაიღეს (ჯამში 5 მილიარდ ფუნტზე მეტი), Barclay’s-ის მფლობელებს გონივრული ეჭვი აქვთ, რომ ლიგა სასპონსორო სახსრების მნიშვნელოვან ზრდას მოითხოვს. ამიტომ ბანკირებმა უარი თქვეს პრემიერლიგასთან კოტრაქტის გახანგრძლივების იდეაზე და 2016/17 წლების სეზონზე მსოფლიოს უმდიდრეს ლიგას სატიტულო სპონსორი აღარ ეყოლება. აქედან გამომდინარე, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ახალი ლოგოს შესაქმნელად შემოქმედებით სააგენტოს არჩევს. შესაბამისად ბოლო წლების სიმბოლო – ლომი გერბიდან გაქრება.