ინგა გრიგოლია „ტევეპირველის“ ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს გამოესარჩლა. შეგახსენებთ, დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ დღეს ანრი ოხანაშვილმა ტელეჟურნალისტს იმის გამო, რომ მან ეთერში მის ოჯახზე თავდასხმაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძე მიიწვია, უზნეო უწოდა.
ინგა გრიგოლია წერს:
„თამარ ჩიხლაძე არის ჟურნალისტი, რომლის გადაცემებითაც „ტვპირველზე“ ვამაყობ! უმაგრესი პროფესიონალი და პროფესიული ეთიკით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტი, ვისაც კი როდისმე შევხვედრივარ. ზუსტად ვიცი, როგორ მთავრდება ხოლმე, როცა ხელისუფლება ასეთი ტექსტებით იწყებს საუბარს მედიასთან, არ გაგივათ!! Tamuna Chikhladze, ვამაყობ, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და შენ გვერდით ვართ ყველანი, პასუხის ღირსადაც არ ვთვლი ამ კაცს, მაგრამ იმას კი შევახსენებ ხელისუფლებას – გადახედეთ არცთუ შორეულ წარსულს და დასკვნებს თავად გამოიტანთ, ფინალი რა არის ხოლმე, როცა მსგავსი ტექსტებით ესხმიან თავს მედიას!“