LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია სულხან მოლაშვილზე: „რატომღაც გავიფიქრე, რომ ეს მისი ბოლო ეთერი იყო…“

93

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარიზის საავადმყოფოში ღვიძლის უკმარისობით საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.

მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება. მათ შორის, ინგა გრიგოლია, რომელიც საკუთარი მეგობარს იხსენებს:

„წლების მეგობრობა მაკავშირებდა… ძალიან ვდარდობდი მთელი ეს წლები მის ამბავს… სულ ვკითხულობდი, სულ მკითხულობდა. ვგულშემატკივრობდით ერთმანეთს.

ბოლოს ეთერში რომ მყავდა, აშკარად ვეღარ მეტყველებდა კარგად. ძალიან დაღლილი მეჩვენა და უსიცოცხლო… რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი ბოლო ეთერი იყო და პროდიუსერსაც გავუზიარე ეს ჩემი განცდა. გული მომიკვდა და ძალიან დამწყდა – სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა(((((((“ – წერს ინგა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ინგამ კომენტარებში დაწერა, რომ სულხან მოლაშვილი წამების მსხვერპლი იყო…

13578829_10208529126238743_881101693_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები