LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე, შესაძლოა, მაია ცქიტიშვილმა შეცვალოს

73

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია imedinews ავრცელებს.

გადაწყვეტილება საჯარო დღეს უნდა გამხდარიყო, თუმცა ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა, შესაძლოა ერთი ან რამდენიმე დღით.

ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს საქმიანობას ზურაბ ალავიძე.

მთავრობაში ცვლილებების, კერძოდ კი პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე ჟურნალისტების შეკიტხვას დღეს გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ არსად მიდის. პასუხი მთავრობის ხელმძღვანელის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები