LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმატიკის ეროვნულმა ნაკრებმა ორ თვეში 6 მედალი მოიპოვა

46

ქართველი მოსწავლეების ეროვნულმა ნაკრებმა ინფორმატიკაში, 2 თვეში 6 მედალი მოიპოვა.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა IOI-2016 ყაზანში გაიმართა. ოლიმპიადის მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა სამი საპატიო მედალი მოიპოვეს.

წლევანდელ მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველო ოთხი მოსწავლით იყო წარდგენილი. გუნდის ოთხი წევრიდან სამმა საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მსოფლიო ოლიმპიადამდე კი ახალგაზრდები ევროპის ტურნირზე ასპარეზობდნენ, სადაც ასევე 3 მედალი მოიპოვეს და ჯამში 2 თვის განმავლობაში 6 მედლის აღება შეძლეს.

წელს საქართველოს სახელით საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: გიორგი კლდიაშვილი (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-10 კლასი) – ვერცხლის მედალი, გიორგი სხირტლაძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-12 კლასი) – ბრინჯაოს მედალი, ნუგზარ ჩხაიძე (დემირელის კოლეჯი, მზიური, მე-11 კლასი) – ბრინჯაოს მედალი, ხოლო ევროპის ოლიმპიადის პრიზიორ ქუთაისელ ბაკურ ცუცხაშვილს უმნიშვნელო   ქულა დააკლდა მედლამდე.

IOI-2106-ის მედალოსანი სამივე მოსწავლე დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეა.

გუნდის ხელმძღვანელის გოჩა მანდარიას განცხადებით, მიმდინარე ზაფხული საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

”მხოლოდ ორ თვეში ეროვნულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა, რაც მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდი შრომის შედეგია. ჩვენმა მოსწავლეებმა ღირსეულად იბრძოლეს და ღირსეული შედეგიც დადეს. ყველა იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს, ეს ძალიან კარგი შედეგია“- განაცხადა გოჩამ მანდარიამ.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადა-IOI 1989 წლიდან ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მასში მსოფლიოს საუკეთესო გუნდები მონაწილეობვენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე უკვე რამდენიმე წელია ასპარეზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები