LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა არასწორია – ეკონომიკის სამინისტრო დეტალებს განმარტავს

80
ნამახვანჰესი

ეკონომიკის სამინისტრო “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ონფორმაციით,  „ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე „ნამახვანესთან“ დაკავშირებული განცხადებების შემდეგ,  არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – თითქოს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეჩერდა, რაც მათი ცნობით, არასწორი ინტერპრეტაციაა.

დაინიშნება ქართველი დირექტორი, ჰესის მშენებლობა კვლევების გადამოწმების შემდეგ განახლდება: ნათია თურნავა

უწყების განმარტებით, ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია. სამინისტრო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ამ კვლევის ნაწილში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

„განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებამდე, რომლებიც გადაამოწმებენ ძირითად კვლევებს, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა და არა პროექტით დაგეგმილი სხვა სამუშაოები.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე გააჟღერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, კერძოდ: შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონიანი ფონდი; „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს; შეიქმნება „ნამახვანი ჰესის“ ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.