LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ უარი უთხრა ხელოვანებს კონცერტების გამართვაზე, ყალბია – კულტურის სამინისტრო მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებზე

98
გალკინის კონცერტი

მაქსიმ გალკინისა და „მაშინა ვრემენის“ საქართველოში დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა. ამის შესახებ საიტი biletebi.ge ოფიციალურ განცხადებაში იუწყება. აღნიშნულს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სოციალურ ქსელში ეხმიანება და განმარტავს, რომ „ინფორმაცია, თითქოს კულტურის სამინისტრომ უარი უთხრა ხელოვანებს, თბილისში ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე, ყალბია.

მათივე განმარტებით, „ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით“.

ანდრეი მაკარევიჩისა და მაქსიმ გალკინის კონცერტები საქართველოში გაუქმდა: „აკრძალეს არტისტები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას…“

„კულტურის სამინისტროს განცხადება მაქსიმ გალკინისა და ანდრეი მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე.

საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.

შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას.

რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.

აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა.

შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები