ინფორმაცია საიდან აქვს, გვისმენს? ღამე არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ?!, – აღნიშნულის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი შაბათის „ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.
„ქალბატონი ელჩის საუბარში იყო ასეთი ფრაზა: ღამის სატელეფონო საუბრები, მაინტერესებს ეს ინფორმაცია საიდან აქვს, გვისმენს?! ღამის საუბარს შეიძლება ვმართავდე ვიღაცასთან, მაგრამ თუ ამაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო არის, გამოაქვეყნონ და დაამტკიცონ, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო.
ღამე არ გვაქვს უფლება რომ ვისაუბროთ?! ეს რა ტერმინია! საერთოდ ბუნდოვანი ტერმინია. ვიღაცაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არ გვქონია სატელეფონო საუბარი ნამდვილად“, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას