LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაციის ზრდა ავტომფლობელებს აიძულებს, ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ

94
1926da9d1f3b4355a9dbba21a3b66e52

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით, ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის 12 თვის განმავლობაში, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი – 2,76 ათასი ტონა (14,6%);  გერმანია – 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.

„მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ გარკვეული პერიოდით, რაც იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას. მათ შორის საყურადღებოა ასევე ისიც, რომ აქედან გამომდინარე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დაბალფასიან პროდუქციას და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან ირანი, თურქეთი და რუსეთი“, – ამბობენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 96,4 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით, ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით, ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8  ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) – იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) – შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთიდან; 0,01% (0,01 ათასი ტონა) – რუმინეთიდან.

“საავიაციო ნავთის იმპორტი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენასთან”, – დასძენენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები