LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Infiniti-ის ორკარიანი „ლამაზმანი”

67

კომპანიამ Infiniti წარმოადგინა ახალი კონცეპტი, რომელიც კუპე Q60-ის ბაზაზეა აგებული. მოდელის სახელწოდებას დაემატა ინიციალად წარწერა – Black S. ორკარიანი ,,ლამაზმანი’’ წარმოდგენილია ჰიბრიდული აღჭურვილობით, რომელიც აღდგენადი ენერგიის ტექნოლოგიას ERS-ს იყენებს.

აღსანიშნავია, რომ იაპონური კომპანიის ახალი კონცეპტი – Renault-ის ჯგუფთან თანამშრომლობით შეიქმნა. ავტომობილის მომზადებულ იქნა ფრანგული ბრენდის შტაბ-ბინაში. Q60 Black S აღჭურვილია ორი V6 ტიპის ტურბინირებული ძრავით, რომელიც 405 ცხენის ძალის სიმძლავრისაა.

დიზაინზე პასუხისმგელობა აიღო Infiniti-ის ევროპული დიზაინ ცენტრის ხელმძღვანელმა – მეტ ვივერმა. კუპემ მთლიანად მკაცრი კონსტრუქცია მიიღო, რომელიც აეროდინამიკური კომპონენტებითაა წარმოდგენილი. აქვეა შეცვლილი ბამპერი, რომელიც ცენტრში განთავსდა, სავენტილაციო შრე და 21 ინჩიანი დისკები.

კუპე ჟენევის ავტოსალონზე 2017 წლის მარტში გამოჩნდება. კონცეპტის 3 ლიტრიანი ძრავით იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები