დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, კოვიდ ინფიცირებულების ახლო კონტაქტებზე საეუბრობს:
„მათ ვისაც ინფიცირებულებთან ახლო, ოჯახური და სამსახურეობრივი კონტაქტები ქონდათ, ყოველგვარი ტესტირების გარეშე თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ. დარჩნენ შინ და თუ 12 დღის განმავლობაში, სიმპტომები არ აღმოაჩნდათ, ტესტირება არ ჩაუტარდებათ და 12 დღის შემდეგ გათავისუფლდებიან თვითიზოლაციიდან. იმ შემთხვევაშიც თუ მათი ინფიცირება მოხდა, ან უსიმპტომო ინფიცირებაში იმყოფებოდნენ, გადადების საშიშროება აღარ იქნება. ხოლო თუ 12 დღეში გამოუვლინდათ სიმპტომები – ხველა, ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება – დაუკავშირდნენ ექიმს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.