LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებული ექიმი აფხაზეთიდან თბილისში გადმოიყვანეს: “მზად ვართ ვუმკურნალოთ ისე, როგორც შეშვენის საქართველოს”

149
BeFunky-collage (16)

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტს, რომელიც გუშინ რუხის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი აფხაზეთში დაუდგინდა, თუმცა მისივე თქმით, დაავადების მართვა ადგილზე ვერ მოხერხდა.

ლევან გოფოძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, აქვს სუნთქვის უკმარისობა და მძიმე ხარისხის პნევმონია.

„პაციენტი მკურნალობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ იქ ვეღარ მართეს სიტუაცია და 1-ელ აგვისტოს რუხის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი. იქ დაიწყო მკურნალობა, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, მძიმე ხარისხის პნევმონია და გუშინ გადმოიყვანეს ჩვენთან. უნდა აღნიშნოს, რომ მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.

ამჟამად, პაციენტს არ ესაჭიროება რეანიმაციული ღონისძიებები ან ინტენსიური თერაპია. იმყოფება ჩვეულებრივ პალატაში, საკმარისია მხოლოდ ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ საკმაოდ საყურადღებო პაციენტია იმიტომ, რომ მძიმე პნევმონია იყო დაფიქსირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. უტარდება ყველა გამოკვლევა პროტოკოლის მიხედვით და ვფიქრობ, რომ კარგად უნდა იყოს.

ჩვენ მზად ვართ ყველას, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვა, დავეხმაროთ და ვუმკურნალოთ ისევე, როგორც შეშვენის საქართველოს მოქალაქეებს“- განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, განცხადებით, დღეის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 18 პაციენტი მკურნალობს. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტს ესაჭიროება ინტენსიური თერაპია. საბედნიეროდ, მართვითი სუნთქვა მისთვის საჭირო არ არის. მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა თანდათანობით და ამჟამად უკეთ გრძნობს თავს“ – განაცხადა გოფოძემ.

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი

2 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია