ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყოველდღიურად ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა მატულობს, რის გამოც ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არაა.
“იყო ლაპარაკი კომენდანტის საათის გაუქმებაზე სადღაც ერთი კვირის წინ, მაგრამ ახლა, როცა ბოლო სამ დღეში ინფიცირების შემთხვევებმა 600-ს გადააჭარბა, ვერაფრით ვერ ჩავთვლით მიზანშეწონილად ამ შეზღუდვის გაუქმებას. ახლა ეს ერთადერთი შეზღუდვაა. ფაქტობრივად, სხვა ყველაფერი გაუქმებულია და ახლა, როცა ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაიწყო, ჩვენ რომ ამას არაადეკვატურად ვუპასუხოთ და კომენდანტის საათის მოხსნით, ეს სწორი არ იქნება”, – აღნიშნა ცერცვაძემ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
გააქტიურდა ვაქცინაციის პროცესი, გათანაბრდა მოთხოვნა “ფაიზერზე” და “ასტრაზენეკაზე”: თენგიზ ცერცვაძე
ბოლო 24 საათში კოვიდვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა – სულ ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი