ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკას აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით დაღუპულთა რიცხვმა 2,715-ს მიაღწია. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 ათასს აჭარბებს.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების ეპიცენტრს, ბოლო 24 საათში ჩინეთში ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა. გარდაიცვალა 52 მოქალაქე. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ინფიცირებული არის ხუბეიში, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 65 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. გამოჯანმრთელდა – 20 900. მ
კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ალჟირში, ავსტრიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხორვატიასა და შვეიცარიაში.
ინფექცია პირველად დადასტურდა ლათინოამერიკის ტერიტორიაზეც, კერძოდ – ბრაზილიაში. ევროპის ქვეყნებში ვირუსი ძირითადად იტალიიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს დაუდგინდათ. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 11 ფაქტი ფიქსირდება.
რჩევა და რეკომენდაცია: როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
დაავადების პრევენციისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ირანში კორონავირუსით ასამდე ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულთა რიცხვი კი 16 აღწევს. სამხრეთ კორეაში კი შემთხვევათა რიცხვმა 1100-ს გადააჭარბა, დაღუპულია 12 ადამიანი.
კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს
პოზიტიური ცვლილებაა ვიეტნამში. ქვეყანაში დაინფიცირებული 16-ივე პირი უკვე გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, ვაქცინაზე მუშაობის პარალელურად შეერთებულ შტატებში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო.
აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნეს – „რემდესივირის“ გამოცდა უკვე დაიწყო