Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ინფექციურთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურთან ტრადიციული ბრიფინგები აღარ გაიმართება

3247
121995688-1257980701246740-3587901018766140430-n

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დილის ტრადიციული ბრიფინგი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაუდასტურა.

გიორგი ბერიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციასა და სტატისტიკაზე კომენტარი ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კლინიკის პაციენტების მდგომარეობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია შესაძლოა ამავე კლინიკის ვებგვერდზე ვიხილოთ.

“თუ ჩვენი სათქმელი იქნება, ჩვენ ვიტყვით, მაგრამ ქვეყნის სტატისტიკა, რასაც ენდელაძე ამბობდა, უკვე გაკეთდება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. განცხადებებს ჯანდაცვის მინისტრი, მისი მოადგილე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მორიგეობით გააკეთებს.

სტატისტიკასა და ახალ შემთხვევებზე ბრიფინგი მთავრობის კანცელარიაში ჩატარდება. თუკი რაიმე მნიშვნელოვანი იქნება ინფექციურ საავადმყოფოში კომენტარს აუცილებლად გავაკეთებთ, სხვა შემთხვევაში არ არის გამორიცხული კლინიკის პაციენტების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გვერდზე დაიდოს” – აცხადებს გიორგი ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურების დღიდან დღემდე, 9 თვის განმავლობაში, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან დილის ბრიფინგი იმართებოდა, სადაც საზოგადეობისთვის ცნობილი ხდებოდა ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულ ახალ შემთხვევებზე, გამოჯანმრთელებულებსა და გარდაცვლილებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები