ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ირანის ოთხ მოქალაქეს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.
იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა: ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს
„მოგახსენებთ ირანის იმ ოთხი მოქალაქის შესახებ, რომელიც გუშინ ღამით მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში და ამ მომენტამდე აქ იმყოფებიან. მათ ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდათ და რენდგენოლოგიური გამოკვლევით არც ერთ მათგანს პნევმონია არ დაუდასტურდათ, აგრეთვე არ აღმოაჩნდათ გრიპი და სულ ახლახანს, ნახევარი საათის წინ მივიღეთ პასუხი ლუგარის ლაბორატორიისგან, რომლის მიხედვითაც, მათ არც ახალი კორონავირუსის ინფექცია არ აღმოაჩნდათ. ამჟამად ოთხივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნებათ და დიდი ალბათობით მათ დღის ბოლოს გავწერთ კლინიკიდან.
პაციენტები ჩამოვიდნენ გუშინ საღამოს საათებში, მათ თვითონ არ დაუფიქსირებიათ ჩივილები, აეროპორტში გეგმიური შემოწმებისას დაფიქსირდა ტემპერატურის მატება ოთხივე მათგანთან, სკრინინგის საშუალებით“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჩინეთში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა