LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფანტინო ემზადება: მსოფლიო 40-მდე უნდა გაიზარდოს

75

ჯანი ინფანტინოს სურს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 40-მდე გაზარდოს.

ფიფა 2026 წლის მუნდიალისთვის ემზადება.

„40 გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე, განაცხადების შეტანა და სხვა საკითხები, რომელიც 2026 მუნდიალს ეხება, მალე დადგება ფიფას დღის წესრიგში. მე მინდა, რომ ჩემპიონატზე 40 გუნდი გამოვიდეს, მაგრამ ამ ფორმატს განხილვა სჭირდება. მე ჩემსას ვეცდები და მგონია, რომ გამომივა“, – თქვა ინფანტინომ ფიფას ბრიფინგზე.

განაცხადების საკითხს მაისში მექსიკის კონგრესზე განიხილავენ.

შეგახსენებთ, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად 26 თებერვალს აირჩიეს, მსოფლიო პირველობაზე კი 32 გუნდი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები