LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინდური შტამი ბრიტანულს საქართველოში სავარაუდოდ მალე ჩაანაცვლებს” – თენგიზ ცერცვაძე

107
თენგიზ-ცერცვაძე

ქვეყანაში ამჟამად დომინანტურ კორონავირუსის ბრიტანულ შტამს ინდური ვარიანტი, სავარაუდოდ, მალე ჩაანაცვლებს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, არაოფიციალური მონაცემებით, ინდურ შტამზე დღესდღეობით საქართველოში არსებული კორონავირუსის შემთხვევების 10% მოდის.

იქნება, თუ არა საქართველოში მეოთხე ტალღა – ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული.

“მეოთხე ტალღა იქნება თუ არა ჩვენთან, მთლიანად დამოკიდებულია შეასრულებსმ, თუ არა მოსახლეობა რეგულაციებს. პირბადეები, პირბადეები, პირბადეები. თუ ინდური შტამი გავრცელდა, შესაძლოა მან ხელი შეუწყოს მეოთხე ტალღის მოსვლას,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები