LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიურმა ავიაკომპანიამ მგზავრებს არარსებული ადგილების ბილეთები მიყიდა

59

ინდონეზიურმა ავიაკომპანიამ მგზავრებს არარსებული ადგილების ბილეთები მიყიდა. შემთხვევა დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდის Lion Air-ის ბორტზე მოხდა. რამდენიმე მგზავრმა ქსელში ფოტოც გაავრცელა, სადაც გარკვევით ჩანს, რომ მათ ბილეთებს 35-ე რიგის ნომერი აქვთ მინიჭებული, ლაინერში კი მხოლოდ 34 რიგია. შეწუხებულმა მგზავრებმა დასახმარებლად ბორტგამცილებლებს მიმართეს, მათ კი ისინი სხვადასხვა თავისუფალ ადგილებზე გადაანაწილეს. მიუხედავად ამისა, გაბრაზებულმა მომხმარებლებმა სოც-ქსელში პოსტი მაინც დადეს და ინდონეზიურმა ავიკომპანიამ ყველაფერი ტექნიკურ ხარვეზს მიაწერა, დაზარალებულებს კი ოფიციალური ბოდიში მოუხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები