ინდონეზიაში სუმატრას კუნძულზე აჩეხის პროვინციაში, ციხიდან სულ მცირე 113 პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინჰუა“ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
არსებული ინფორმაციით, პატიმრებმა ფანჯრების გისოსების გამომტვრევა შეძლეს. პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ოთხი გაქცეული პატიმარია დაკავებული. მიმდინარეობს დანარჩენი პატიმრების ძებნის ოპერაცია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატიმრების გაქცევას წინ უძღოდა ციხეში მომხდარი ბუნტი.