LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა

52

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 50-ზე მეტი მოქალაქე. მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაზიანებულია უამრავი შენობა. ყველაზე მეტად სტიქიამ ქალაქი მატარამი დააზარალა. მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება დენი.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7 ბალს შეადგენდა. რყევა იგრძნეს ლომბოკსა და მის სიახლოვეს მდებარე ბალიზე. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრის შემდეგ გაავრცელეს გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის  შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გაუქმდა.

ამჟამად ბალისა და ლომბოკის აეროპორტიც შეფერხების გარეშე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები