LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას ცუნამი მოჰყვა

788

ინდოენეზიის სანაპირო ქალაქ პალუში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრასცუნამი მოჰყვა. ინფორმაციას სამთავრობო წყაროები ავრცელებენ. ამისშესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ სულავესზე ტალღების სიმაღლე 2 მეტრს აღწევდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს თუ როგორ ითხოვს ხალხი შველას.

თვითმხილველების ვიდეოჩანაწერზე ჩანს, თუ როგორ დაარტყა სანაპირო ზოლს წყლის მასამ. სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

განსაკუთრებით დაზარალდა სანაპიროზე განთავსებული რესტორნები და მეჩეთი. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პალუდან 78 კილომეტრში დაფიქსირდა.

ივლისსა და აგვისტოში სამმა ძლიერმა მიწიძვრამ ინდონეზიაში 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5 აგვისტოს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები