LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 373 მიაღწია

indonezia12

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 373 მიაღწია, დაშავებულია 1.400 ადამიანი.

ცუნამი სუმატრასა და იავას კუნძულებზე ვულკან „ანაკ კრაკატაუს“ ამოფრქვევამ გამოიწვია. სანაპირო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კიდევ ერთი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ.

„მეტეოროლოგების, კლიმატოლოგებისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ სანაპიროზე ნებისმიერი ქმედებებისგან თავი შეიკავოს და სანაპირო ზოლს გაეცალოს“, – განაცხადა ბუნებრივ კატასტროფათა მართვის ეროვნული სააგენტოს პრესსპიკერმა.

ცუნამის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა განადგურდა. სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზრდება.

ვულკანი კრაკატაუ კვირას ამოიფრქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები