ინდონეზიაში, ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზრდა. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 222, ხოლო დაშავებულია 800 ადამიანზე მეტი.
ოფიციალური პირები, რომლებიც ცუნამის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ აცხადებენ, რომ ცუნამი ნამდვილად დამანგრეველია.
“ყოველ წუთს იზრდება ნაპოვნი ცხედრების რაოდენობა და კიდევ გაიზრდება, რადგან უამრავი ადამიანია დაკარგული. ამასთან, სამედიცინო ცენტრებიდანაც არ მოსულა სრულად ინფორმაცია. რაც შეეხება გადარჩენილებს, ამდროისთვის სასტუმროში 500-მა ადამიანმა შეაფარა თავი” – განაცხადა პარკ დარმონომ, რომელიც მაშველების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ცუნამის ტალღამ ერთერთ კონცერტზეც შეაღწია. ვრცელდება კადრები, როგორ იშლება სცენა ტალღებით, ადგილობრივი ჯგუფის კონცერტზე.
ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 62-ს მიაღწია [ვიდეო]
აღსანიშნაია, რომ ზოგიერთ ადგილზე მისვლას მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები უგზოობის გამო, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მიუწვდომელია ძირითადად დასავლეთ სანაპიროს მიმდებარე ადგილები, რადგან ცუნამის დარტყმა ყველაზე ძლიერი სწორედ ამ ლოკაციებზე იყო.