LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობა იზრდება

90

ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან 27 პროცენტით გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ინდოეთში ექსპორტის მაჩვენებელმა 29 პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან გაჯაპათ რაჯუსთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით განიხილეს.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ ურთიერთობების გაღმავების უდიდესი პოტენციალი არსებობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების მოღვაწეობა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი „ტატა ჯგუფზე“ გაკეთდა, რომლის ინვესტიციები აჭარაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურს მშენებლობაში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

ასევე დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, 2016 წლის 10 თვეში, საქართველოში ინდოეთიდან 27,790 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 232 პროცენტით მეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიური უწოდა თანამშრომლობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი განცხადებით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხელს შეწუყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები