LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში სუპერსწრაფი მატარებელი გამოჩნდება

train-1

ინდოეთში სულ მალე სუპერსწრაფი მატარებელი გამოჩნდება. მსოფლიოში ყველაზე ჩქარი მატარებელი Hyperloop ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იმოძრავებს და ერთმანეთთან ორ ქალაქს – მუმბაისა და პუნას დააკავშირებს. ორ დანიშნულებას შორის მანძილი 150 კილომეტრზე მეტია და ჰიპერსწრაფი ტრანსპორტი ამ მანძილს სულ რაღაც 25 წუთში დაფარავს. შეგახსენებთ, რომ მაჩალსიჩქარიანი ტრანსპორტი ილონ მასკის პროექტია და მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. სამგზავრო კაფსულები ვაკუუმურ გვირაბში მოძრაობენ, რაც სიჩქარეს მაქსიმუმამდე ზრდის. ამჟამად სიჩქარის რეკორდი, კომპანია Virgin Hyperloop One-ს ეკუთვნის და მისმა მატარებელმა 387 კმ/სთ განავითარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები