ინდოეთში გიგანტური კარვის ჩამოშლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ინციდენტის დროს, გიგანტურ კარავში რელიგიური რიტუალი მიმდინარეობდა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ესწრებოდა.
ინციდენტი რაჯასტანის შტატში მოხდა. კარვის ჩამოშლა ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია. რამდენიმე ადამიანი დაზიანებული ელექტროსადენებიდან დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი რკინის კონსტრუქციის ქვეშ მოჰყვა.