LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ქვიშის ქარიშხალს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

83

ინდოეთის სხვადასხვა რაიონში ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შედეგად, გასული ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ NDTV იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, სტიქიამ სერიოზული ზიანი მიაყება უტარ-პრადეშის, ანდჰრა-პრადეშის, დასავლეთ ბენგალის შტატებსა და დედაქალაქს დელის.

ყველაზე მეტი მსხვერპლი – 38 ადამიანი უტარ-პრადეშის შტატში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ამავე შტატში სტიქიამ 100-მდე სახლი გაანადგურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები