LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 915 პაციენტი კი გარდაიცვალა

57
Untitled design (1)

ინდოეთში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. ყოველდღიურად მზარდია როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების მაჩვენებელი.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსის 414 188 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 915 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში, ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 15 ათასზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს სრული მონაცემებიც წარადგინა, რომლის მიხედვითაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსით დაინფიცირდა  21 491 598, ხოლო გარდაიცვალა 234 083 ადამიანი.

მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი ვი ჯაირაგვანი ამბობს, რომ ქვეყნის ისტორიაში ძალიან კრიტიკული დროა და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მესამე ტალღა გარდაუვალია.

ინდოეთში ეპიდაფეთქებაა – რეკორდულად მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები