კორონავირუსს ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ებრძვიან. არიან ისეთები, ვისაც სჯერა, რომ ვირუსი საერთოდ არ არსებობს, ზოგი მოუთმენლად ვაქცინას ელოდება. ზოგსაც სჯერა, რომ მეცნიერები უახლოეს მომავალში შექმნიან წამალს, რომელიც ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანებს 100%-ით განკურნავენ.
გამონაკლისებიც არიან, ისინი, რომლებმაც ბოლო დროს სასწაულის ირწმუნეს. მაგალითად, ინდოეთში, იოგას მიმდევარი მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირებულებს ხელზე კოცნიდა და დაავადებულებს არწმუნებდა, რომ განიკურნებოდნენ.
მისი „თავდადება“ საბედისწერო აღმოჩნდა. იოგას მიმდევარი თავად დაინფიცირდა კორონავირუსით და გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთი კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ დღესდღეობით მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს, სადაც ინფიცირებულთა 33 000-ზე მეტი შემთხვევაა, რომელთაგან 9524 ფატალური აღმოჩნდა.
ინდოეთში კორონავირუსთან ბრძოლის ოფიციალური მეთოდიც საკმაოდ უცნაურია. მოქალაქეებს გაროზგვით აიძულებენ შინ დარჩნენ, ქუჩებში პოლიციელები კორონავირუსის ფორმის ნიღბებით გადაადგილდებიან და ამით მოქალაქეებს შეახსენებენ, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა.